17 აგვისტოს საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი – “მუსიკა ბათუმიდან” გაიხსნა!
ფესტივალი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფესტივალების საგრანტო კონკურსის ფარგლებში ხორციელდება და 22 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის მიზანია ადგილობრივი მუსიკოსების წახალისება და მათთვის სათანადო გარემოს შექმნა – საავტორო სიმღერების ცოცხლად შესრულების შესაძლებლობა.
