მუსიკა ბათუმიდან
ქუჩიდან ეთერამდე, ზღვიდან მთამდე.
„მუსიკა ბათუმიდან“ რადიოფესტივალი – მოვლენა, რომელსაც ანალოგი არ აქვს!
ჩვენი ისტორია იწყება 2023 წლიდან, აგვისტოს ხუთი უცხელესი დღე კიდევ უფრო მხურვალე ხდება საავტორო მუსიკით, სადაც ქალაქის რიტმი FM 104.5 ტალღაზე ისმის და რეგიონის გულს აღწევს.
ეს არ არის მხოლოდ ფესტივალი – ეს არის მუსიკალური თავგადასავალი, რომელიც აერთიანებს ბათუმის ქუჩების ცოცხალ ენერგიას, სპონტანური კონცერტების ჯადოსნობას და რადიო ეთერის უსაზღვრო შესაძლებლობებს.
ჩვენი მისია: ადგილობრივი ავტორ-შემსრულებლების მხარდაჭერა, საავტორო მუსიკის პოპულარიზაცია და ქვეყნის მასშტაბით საავტორო მუსიკის შემსრულებელთა კოლაბორაცია.
ჩვენ ვქმნით პლათფორმას მუსიკოსებისთვის, ქუჩის კონცერთებიდან რადიოეთერამდე. ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა უსაზღვრო მუსიკალური ნიჭიერებით, თითოეულ კუთხეს ჰყავს არაჩვეულებრივი მუსიკოსები, ჩვენ ამით ვამაყობთ და ვცდილობთ ჩვენი რეგიონის ნიჭიერების პოპულარიზაციას ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.
ფესტივალი დაარსდა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და კერძო სექტორის თანადგომით.
დაარსების დღიდან ფესტივალის გვერდით დგანან ადამიანები, ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებსაც ესმით რას ნიშნავს საავტორო მუსიკის მხარდაჭერის აუცილებლობა, მათი წვლილი ფასდაუდებელია და ფესტივალი მუდამ გამოხატავს მადლიერებას.
გაიცანით ფესტივალის ორგანიზატორები უფრო ახლოს, ერთად და ცალ-ცალკე
თეონა ზედანია
გოგონა , რომელიც მუდმივად საუბრობს მიკროფონში ! თეონასთვის რადიო არ არის უბრალოდ სამსახური, ეს არის უსაზღვრო სამყარო, სადაც მუსიკა და კულტურა საზღვრებს არ ცნობს.
თეონა, რადიო წამყვანი, რომლის ყველა პროექტი, ყველა იდეა – ჯადოსნური მუსიკალური ტალღის მსგავსად – ყოველთვის რადიო სივრცეში ბრუნდება. მისი ჰობი, მუსიკა, ისე შეერწყა მის პროფესიას, რომ შედეგად მივიღეთ არაჩვეულებრივი რადიოფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან”!
თეონას მტკიცედ სჯერა, რომ რადიო არის კულტურის გავრცელების უდიდესი ელჩი, რომელსაც საზღვრები არ აქვს. ის არამხოლოდ ავრცელებს, არამედ ინახავს მთელ კულტურულ ისტორიას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. “კულტურა ერთადერთი უნივერსალური ენაა, რომელზეც მსოფლიოს უნდა ვესაუბროთ,” – ამბობს თეონა და სწორედ ამ მისიით ქმნის ფესტივალს, რომელიც მუსიკის ენაზე ალაპარაკებს ბათუმს!
ასე რომ, მოემზადეთ მუსიკალური მოგზაურობისთვის თეონა ზედნიასთან ერთად, რომლისთვისაც რადიო არ არის მხოლოდ ხმა, არამედ სული, ისტორია და უსაზღვრო შთაგონება!
ილია შავიშვილი
კაცი, რომლისთვისაც მუსიკა არ არის უბრალოდ ჰობი, არამედ ცხოვრების წესი, ფილოსოფია და დაუოკებელი მისია! ილია არის მუსიკოსი, რომელიც ყველაზე კარგად გრძნობს საავტორო მუსიკის სულს და მნიშვნელობას. მას მტკიცედ სჯერა, რომ მუსიკოსს საავტორო შემოქმედების გარეშე მომავალი არ აქვს, ხოლო ქოვერებით მხოლოდ “კუჭის შვსებაა ” შესაძლებელი…
ილია, რომელიც წლების განმავლობაში წუხდა: “რომ ბათუმში არ არსებობდა სივრცე , სადაც მუსიკოსები საკუთარ შემოქმედებას ფართო მასებს გააცნობდა , ბოლოს გადაწყვიტა რომ ეს წუხილი ფესტივალად ექცია – ფესტივალი, რომელიც ამ სიცარიელეს ავსებს!
ილია მხოლოდ მუსიკოსი არ არის. ის რადიოწამყვანიცაა, რომელიც უნიკალურად აფასებს და ფლობს ხმის გამართული ჟღერადობის ინჟინერიას. მისი ცოდნა რადიოსა და ფესტივალების შესახებ იმდენად დიდია, რომ ერთ სივრცეში ვეღარ ეტეოდა და გადაწყვიტა, ეს საგანძური ახალგაზრდა თაობასთვისაც გაეზიარებინა . ასე გახდა ის ბავშვების შესანიშნავი გიტარის პედაგოგი. ესეც არ იკმარა და YouTube-ზე გიტარის ვიდეოგაკვეთილების არხიც გააკეთა, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ გიტარაზე დაკვრა მთელმა საქართველომ ისწავლოს!
ილიას სლოგანია: “მუსიკა უპირველეს ყოვლისა!” – და ის ამ სლოგანს ყოველდღიურად ამტკიცებს თავისი მოღვაწეობით. მოემზადეთ მუსიკალური რევოლუციისთვის ილია შავიშვილთან ერთად, კაცთან, რომლისთვისაც მუსიკა არ არის უბრალოდ ჰობი, არამედ სამყაროსთან დიალოგის ყველაზე მძლავრი საშუალება!
ერთად
წლების განმავლობაში, რადიოეთერში თუ ეთერს მიღმა, თეონა ზედანია და ილია შავიშვილი ერთმანეთის შესაძლებლობებს ზედმიწევნით კარგად იცნობდნენ. მრავალწლიანმა რადიოწამყვანობის გამოცდილებამ , მათ ერთმანეთის მიმართ არა მხოლოდ პროფესიონალური კავშირი, არამედ ურყევი მეგობრობა და ურთიერთნდობა ჩამოუყალიბა. ორივე დაჯილდოებულია კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორული ნიჭით, სადაც ილიას დინჯი ხასიათი შესანიშნავად აბალანსებს თეონას ჰიპერემოციურობას, რაც მათ ტანდემს უნიკალურს ხდის.
მათმა ძლიერმა მეგობრობამ და უმაღლესმა პროფესიონალიზმმა არაერთი საინტერესო პროექტი შექმნა კულტურის მიმართულებით. მოიგეს მრავალი კონკურსი და მათი შრომის დაგვირგვინება გახდა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი “მუსიკა ბათუმიდან”. ეს ფესტივალი მათთვის ნამდვილი შვილივითაა – მას ისე უვლიან, უფრთხილდებიან და ზრუნავენ, როგორც საკუთარ შემოქმედებას.
თეონა და ილია მტკიცედ თვლიან, რომ ხარისხი უმნიშვნელოვანესია და ერთად ყველაფერი შესაძლებელია. მათი საერთო მიზანია, მუსიკის საშუალებით მსოფლიოსთან დიალოგი და ბათუმის კულტურული ცხოვრების გამდიდრება, რასაც წარმატებით ახორციელებენ.
