ქედის მუნიციპალიტეტმა საავტორო მუსიკის რადიოფესტივალს “მუსიკა ბათუმიდან” უმასპინძლა.
მუსიკალური რადიოფესტივალი დაბა ქედაში, ფრიდონ ხალვაში სახელობის ცენტრალურ პარკში გაიმართა, რომელშიც ჯგუფი ,,ასეა სულ”, ირინა ხინიკაძე და ბენდი მსმენელების წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგნენ.
ფესტივალი ქედაში, აჭარის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
