საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი ,,მუსიკა ბათუმიდან” დასრულდა.

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი ,,მუსიკა ბათუმიდან” დასრულდა. პროგრამის ფარგლებში, 9-16 აგვისტოს, მუსიკალური საღამოები გაიმართა ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში. ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მუსიკოსების საავტორო ნამუშევრების წარმოჩენას, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, საერთაშორისო არტისტების გაცნობას ქართველი მსმენელისთვის და რეგიონის კულტურული პოტენციალის პოპულარიზაციას. წელს, „მუსიკა ბათუმიდან“ განახლებულ ლოკაციაზე – აჭარის ტელევიზიისა […]

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი ,,მუსიკა ბათუმიდან” დასრულდა. პროგრამის ფარგლებში, 9-16 აგვისტოს, მუსიკალური საღამოები გაიმართა ბათუმში, ქობულეთსა და ქედაში.

ფესტივალი აჭარის კულტურის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი მუსიკოსების საავტორო ნამუშევრების წარმოჩენას, მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, საერთაშორისო არტისტების გაცნობას ქართველი მსმენელისთვის და რეგიონის კულტურული პოტენციალის პოპულარიზაციას.

წელს, „მუსიკა ბათუმიდან“ განახლებულ ლოკაციაზე – აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფილიალის (მემედ აბაშიძის 16/18) მიმდებარედ განთავსებულ სცენაზე გაიმართა. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ქართველი ავტორ-შემსრულებლები – საბინა ჭანტურია ვამლინგი, დავით ჟორჟოლაძე, თინი წულაძე და ბენდი, ჯგუფი ასტეროიდი, Shalvadore G, Geobit production, აზერბაიჯანული მუსიკალური ჯგუფი – Muhammad and mejazz, ადამიანი-სამყარო და ვაჟა ტუღუში.

ფესტივალის პროგრამა აჭარის ორ მუნიციპალიტეტს მოიცავდა – 15 აგვისტოს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში მსმენელის წინაშე ვაჟა ტუღუში და Cat Fish წარსდგნენ, ხოლო 16 აგვისტოს, ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში საავტორო მუსიკა ირინა ხინიკაძემ და ბენდმა და ასეა სულ წარმოადგინეს.