როგორ მოგეწონათ ფესტივალი?
ძალიან მომეწონა რადგან ბათუმის სივრცეში ეს ძალიან ახალი სიტყვა და ფესტივალმა გაამრთლა, რადგან უკვე მერამდენე წელია ტარდება. მომავალში ალბათ უფრო განვითარდება და უფრო საინტერესოც გახდება.
ძალიან კარგია და მომწონს რომ ტარდება ასეთი ფესტივალი ყოველწლიურად.
ძალიან კარგი ფესტივალია, ყოველთვის ვესწრები. დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობდა.
ზოგადად კარგი იდეაა, ძალიან მომწონს ეს ფესტივალი.
მე პირველად ვიყავი და ძალიან მომეწონა, კარგი იყო ნამდვილად.
ძალიან კარგი წამოწყებაა და ძალიან მომეწონა ყველა შემსრულებელი.
ძალიან მომეწონა და მინდა რომ ხშირად ჩატარდეს მსგავსი კონცერტები თ ფესტივალები.
ძალიან სასიამოვნოა ასეთი საღამოები ბათუმში.
ძალიან მომწონს. ერთერთი საუკეთესო ფესტივალია ბათუმში და როგორც ბათუმს უხდება ისეთია.
ძალიან კარგი იყო. მომეწონა და კარგი იქნებოდა რომ გზა გადაკეტილიყო და ხალხს შეძლებოდა უფრო თავისუფლად დასწრებოდა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას.
ძალიან კარგი ფესტივალია, ყველა დღე ვესწრები. რაც უფრო მეტი იქნება ქალაქში ცოცხალი მუსიკა უკეთესი იქნება. დიდი მადლობა ორგანიზატორებს.
ფესტივალი იყო გადასარევი და მსგავსი ტიპის ფესტივალები ჩვენს ქალაქს ძალიან უხდება. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველა მონაწილე მუსიკოსს.
ძალიან მომეწონა და ხშირად უნდა ტარდებოდეს.
ძალიან მომეწონა. აქვე ვცხოვრობ და ყველა დღე დავდივარ. ძალიან კმაყოფილი ვარ.
ძალიან საინტერესო იყო, ვისიამოვნე და ვთვლი რომ ძალიან კარგი ინიციატივაა. მე ვარ ერთერთი დამსვენებელი და ძალიან კარგია როგორც ადგილობრივი ასე ჩამოსული სტუმრებისთვის. მადლობა.
ეს ფესტივალი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო და მადლობა აჭარის რადიოს რომ ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.
ძალიან მომეწონა, ქალაქი გაამხიარულა, ახალგაზრდებიც გაახალისა, მომწონს ნამდვილად, ამავდროულად საავტოროა და ეს მნიშვნელოვანია.
