მუსიკა ბათუმიდან – შთაბეჭდილებები ქედის საფესტივალო დღიდან

საავტორო მუსიკის რადიოფესტივალი "მუსიკა ბათუმიდან"


რას ფიქრობთ ფესტივალზე?

უღრმესი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, თურმე რამდენი ავტორ-შემსრულებლები ჰყოლია ჩვენს აჭარას და უღრმესი მადლობა კიდევ იმისთვის რომ ცოცხალი მუსიკით გვანებივრებთ დღეს ქედელებს.

ძან კარგი ფესტივალია, ძან მომწონს, ყოველთვის ვესწრები როცა მაქვს შესაძლებლობა. დღესაც ჩემი მეგობარი ვაჟა ტუღში გამოდის და მის მხარდასაჭერად ამოვედი ქედაში.

ძალიან კარგი ფესტივალია, პირველად ვესწრები ფესტივალს და სულ დავესწრები.

ძალიან მომწონს, ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მადლობელი ვარ რომ ეს მუსიკოსები ჩამოვიდა ჩვენთან.

ასეთი კონცერტი ჯერ არ მინახავს და მიხარია რომ დავესწარი.

ძალიან კარგი ფესტივალია, გვინდა რომ მსგავსი კონცერტები ხშირად ჩატარდეს, რაც ძან გაგვახარებს.

მომწონს, საკმაოდ კარგია და სიმღერებიც ძალიან მომეწონა.

ძალიან კარგია, განსაკუთრებულია და მგონი ასეთი ჯერ არ მინახავს.

ძალიან მომეწონა, ყველაფერი მიმდინარეობს უმაღლეს დონეზე.

ძალიან კარგია, შესანიშნავი საღამო მოგვიწყვეს და მადლობა ორგანიზატორებს.

ძალიან კარგი ატმოსფერია, ახლა მოვედი და რასაც ვხედავ კარგია.

ძალიან კარგია და ვფიქრობ ხშირად უნდა იყოს.

ძალიან კარგი ფესტივალია, ვისიამოვნე ყველაფრით და საჩუქრად ჩანთაც მივიღე.

ძალიან კარგი ფესტივალია და მომავალშიც გელოდებით.

კარგი ფესტივალი იყო ძალიან კარგად გავერთეთ.

მართლაც ძალიან სასიამოვნო და კარგი მოსასმენი იყო ყველა სიმღერა.

ძალიან კარგი ფესტივალია, თანამედროვეა, ავტორ-შემსრულებლები არიან, მომავალი თაობისთვის ძალიან კარგია და მოხარული ვიქნებით თუ ყოველ წელიწადს გაიმართება ასეთი ფესტივალი.

ძალიან კარგი ატმოსფეროა, როგორც ზაფხულს შეეფერება ისეთივე ფერადია.

ფესტივალი ძალიან მომწონს და ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ასეთი ფესტივალები ხშირად ჩატარდება ქედაში.

კარგია ძააააან… 🙂